ტრენინგი /ინტელი/ დღე მეორე /რეფლექსია/ ტრენინგის მეორე დღემ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა.ტრენინგის დასაწყისში განვაზოგადეთ ჩვენი მომავალი პროექტის იდეები ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო იყო,რადგან მოვისმინე საინტერესო იდეები და მოსაზრებები სასწავლო პროექტების შესახებ. ტრენერი ძალიან დაგვეხმარა პროექტი სწორად დაგვეგემა.მან გვიჩვენა მიმართულების ძირითადი კითხვების პრეზენტაცია და ნიმუშები, რომელთა მეშვეობითაც გავუკეთე კორექტირება საკუთარი პროექტის იდეასა და თემას.
ვისწავლე დრაივში ელექტრონული პორტფოლიოს საქაღალდის შექმნა. ყველაზედ მეტად ამ საკითხმა დამაინტერესა, რადგან ვფიქრობ, იგი ძალიან გამომადგება მოსწავლეებთან მუშაობაში.
ტრენინგის შმდგომ ეტაპზე განვიხილეთ პროექტების შაბლონები და შევავსეთ მისი დასაწყისი ცემი პროექტის მიხედვით.
დაკვნით ეტაპზე ვისწავლე გამოცემის მომზადება, რაც ვფირობ დამეხმარება პროექტის მსვლელობისას სხვადასხვა სახის გამოცემის მომზადებაში.
Комментариев нет:
Отправить комментарий