რეფლექსია
დღე 5
დღე 5
დღეს განვიხილეთ ინტერნეტის ამოუწურავი შესაძლებლობების შესახებ. ტრენერის დახმარებით ვიმუშავეთ ელექტრონულ ფოსტაში, ონლაინ ჩატში. ასევე გავეცანით სწრაფი შეტყობინებისა და ვიდეოზარების სისტემას. ვფიქრობ, ეს საინტერესო, სასრგებლო საშუალებაა მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე. იგი დამეხმარება სხვადასხვა სახის აქტივობის განხორციელებაში სწავლა-სწავლების პროცესის დროს.
მე-4 მოდულის ფარგლებში ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნაზე. აქ ტრენერმა შეგვახსენა ის შესაძლებლობები და კომპეტენციები რაც მოსწავლეეებს გააჩნიათ რაიმე ნაშრომის შესრულების დროს. შესაბამისად გავითვალისწინეთ პროექტში მოცემული მიმართულების საკვანძო კითხვები და გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პირველადი პრეზენტაცია. განვიხილეთ ერთმანეთის პრეზენტაცდიები და ტრენერისგან მივირეთ მითითებები და რჩევები. ვფიქრობ, ეს დამეხმარება მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციისაბოლოო ვერსიის სწორად დანახვასა და წარმოდგენაში.
Комментариев нет:
Отправить комментарий