воскресенье, 7 февраля 2016 г.

                                                       ტრენინგი: "ინტელი"
                                                             (რეფლექსია)
   2016 წლის 7 თებერვალს დავესწარი მასწავლებელთა პროფესიული გამვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ინტელის ტრენინგს, რომელიც ჩატარდა სსიპ ქალაქ ბათუმის მე-15 საჯარო სკოლაში. ტრენერი: გვანცა სალია, ტრენინგი გაგრძელდა 4 საათი.
   ტრენინგის ძირითადი მიზანი იყო გავცნობოდით მის შინაარსსა და სტრუქტურას. 1-ლი დღე ტრენინგისა მოიცავდა პირველ მოდულს: პროექტებით სწავლება და მისი მონახაზი. მოდული შედგება სხვადასხვა აქტივობებისაგან. ესენია: პორტფოლიოს კომპონენტების გაცნობა, პროექტის შესაბამისი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, რეფლექსია ბლოგზე.
   გეგმის შესაბამისად, ტრენინგი დაიწყო გაცნობით. ტრენერმა წარმოგვიდგინა საკუთარი თავი და ისაუბრა საკუთარ გამოცდილებასა და პიროვნულ თვისებებზე, რომლებიც მის პროფესიულ საქმიანობაში აისახებოდა. ასევე გაგვაცნო დღის გეგმა, მიზნები, მოსალოდნელი შედეგები. მან აქცენტი გადაიტანა მოდულის ძირითად აქტივობაზე, გაგვაცნო სხვადასხვა სახის სასწავლო პროექტი და მისი სტრუქტურა.
   ტრენინგის პირველივე დღეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შევქმენი პირადი ბლოგი. დღის ბოლოს შევაჯამეთ ტრენინგზე განხილული საკითხები და დავწერეთ რეფლექსია.


                                                                                                         ვენერა ლოსაბერიძე
                                                                                                                07.02.2016

Комментариев нет:

Отправить комментарий