ტრენინგი: 'ინტელი'
(რეფლექსია)
მოდული 2.
დღე 3
დღეს დავესწარი ტრენინგის მე-3 დღეს. ვიმუშავეთ მეორე მოდულზე: „ სასწავლო პროექტების დაგეგმვა“, სადაც განვიხილეთ ისეთი ძირითადი საკითხები, როგორებიცაა, მიმართულების საკვანძო კითხვები, სტანდარტები და ინდიკატორები.
ვფიქრობ,
დღე მართლაც ნაყოფიერი და სასარგებლო იყო, რადგან უფრო კარგად გავერკვიე საკითხთან
დაკავშირებულ დეტალებში. მიუხედავად იმისა, რომ წინა ტრენინგზე ტრენერმა გვაჩვენა მიმართულების
საკვანძო კითხვები, საკითხი მაინც ბუნდოვანი დარჩა მანამ, სანამ ტრენერმა დეტალურად
არ გაგვატარა ეს საკითხი. მან გვაჩვენა კითხვების ნიმუშები, რაც დამეხმარა ჩემი პროექტის
საკვანძო კითხვების სათანადოდ ფორმულირებაში, რის გამოც ტრენერისაგან და აუდიტორიისაგან
შექება დავიმსახურე. ასევე ადვილად შევძელი სტანდარტებისა და ინდიკატორების პროექტზე
მორგება. იმედი მომეცა, რომ ყველა მომავალ აქტივობასა თუ დავალებას თავს გავართმევ
და დავძლევ.
Комментариев нет:
Отправить комментарий