суббота, 5 марта 2016 г.

                                                        ტრენინგი ''ინტელი''                                                                                                                                         რეფლექსია                                                                                                                                                                                                                                                            დღე 9                                                                                                                                                        დღეს იყო ტრენინგის ბოლო შემაჯამებელი დღე.თითოეულმა წარადგინა და გააზიარა თავისი ნამუშევარი, ვიმსჯელეთ შევაფასეთ თითოეული მათგანი.აშკარად ნაყოფიერი და მრავლისმთქმელი იყო გაკეთებული კოლეგებისა და ტრენერის უკუკავშირი.                                                                                                                                                     ტრენინგზე ასევე გავეცანით კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს. ვისწავლეთ ბლოგზე ონლაინ რესურსების ჩაშენება.                                                                                                                       ტრენინგი იყო ნამდვილად ინფორმაციული ნაყოფიერი.მიღებულმა ცოდნამ ბავრად უფრო კომპეტენტური გამხადა ამ საკითხში, რაც უდაოდ გამომადგება ჩემი პროფესიული საქმიანობის კიდევ უფრო გაუმჯობესებაში.

пятница, 4 марта 2016 г.

                                             

                                                           ტრენინგი :"ინტელი"                                                                                                                                      (რეფლექსია)  
დღე7                                                                             

     დღევანდელ ტრენინგზე წარვადგინე ჩემს მიერ შესრულებული დავალებები, რომელთა შექმნა მევალებოდა დღეისათვის. ასევე მოვისმინე სხვათა მიერ შესრულებული დავალებები. აუდიტორიისა და ტრენერის უკუკავშირი ძალიან დამეხმარება საბოლოოდ დავხვეწო ჩემი პროექტი და მივცე მას საბოლოო სახე.
         ასევე გავეცანით სხვადასხვა სახის საბაზისო კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს. ესენია: დრაივის შესაბამის საქაღალდეებში საბუთების ატვირთვა, ინტერნეტიდან ფოტოების გადმოქაჩვა და შენახვა. ბლოგის დიზაინი შერჩევა. 

воскресенье, 28 февраля 2016 г.

                                                  ტრენინგი ;ინტელი;                                                                                                                              {რეფლექსია}                                                                                                         დღე 7

          დღევანდელი ტრენინგის დღე ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა. ტრენერის მითითებების გათვალისწინებით მოგვიხდა ჩვენს მიერ შედგენილი რუბრიკის შესწორება. ტრენინგის შემდგომ ეტაპზე ვისაუბრეთ დიერენცირებულ სწავლებაზე,სადაც ტრენერმა შეგვახსენა ბლუმის ტაქსონომია და მრავალმხრივი ინტელექტის თეორია. მსჯელობისას მივედით დასკვნამდე, რომ აუცილებელია პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები მოვარგოთ მოსწავლეთა საგნობრივ კომპეტენვიებს,ასევე მათ ინტელექტსა და სწავლების სტილს.

суббота, 27 февраля 2016 г.


                                                          რეფლექსია                                                                                                    დრევანდელ ტრენინგზე ვიმუშავეთ ჩვენი დამუშავებული მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებზე. თითოეულმა გაგვაცნო თავისი პრეზენტაცია. განიხილვისას შევაფასეთ ერთმანეთის ნაშრომი. გამოვკვეთეთ ნაშრომების დადებითი მხარეები და ნაკლოვანებები. ვფიქრობ, ეს ნაწილი ძალიან სედეგიანი იყო, რადგან დამეხმარება უფრო სწორი მიმართულებით მოვამზადო მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის საბოლოო სახე.
ტრენინგის სემდგომ საფეხურზე განვიხილეთ მოსწავლის ზირიუტადი ნაშრომის სეფასებაზე. ასევე, თუ როპგორ სეიძლება მოსწავლეტა ჩაბმა ამ პროცეშსი. ვფიქრობ , ეს კიდევ უფრო დამეხმარება უფრო მოთხოვნების შესაბამისი გავხადოჩემს მიერ შექმნილი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.

воскресенье, 21 февраля 2016 г.

                                                           რეფლექსია                                                                                              
               დღე 5

დღეს განვიხილეთ ინტერნეტის ამოუწურავი შესაძლებლობების შესახებ. ტრენერის დახმარებით ვიმუშავეთ ელექტრონულ ფოსტაში, ონლაინ ჩატში. ასევე გავეცანით სწრაფი შეტყობინებისა და ვიდეოზარების სისტემას. ვფიქრობ, ეს საინტერესო, სასრგებლო საშუალებაა მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე. იგი დამეხმარება სხვადასხვა სახის აქტივობის განხორციელებაში სწავლა-სწავლების პროცესის დროს.

მე-4 მოდულის ფარგლებში ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნაზე. აქ ტრენერმა შეგვახსენა ის შესაძლებლობები და კომპეტენციები რაც მოსწავლეეებს გააჩნიათ რაიმე ნაშრომის შესრულების დროს. შესაბამისად გავითვალისწინეთ პროექტში მოცემული მიმართულების საკვანძო კითხვები და გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პირველადი პრეზენტაცია. განვიხილეთ ერთმანეთის პრეზენტაცდიები და ტრენერისგან მივირეთ მითითებები და რჩევები. ვფიქრობ, ეს დამეხმარება მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციისაბოლოო ვერსიის სწორად დანახვასა და წარმოდგენაში.

         

             
                                                                                                                       

пятница, 19 февраля 2016 г.

    დღევანდელი ტრენინგის ძირითად საკითხებს შეადგენდა შეფასებები. ვიმუშავეთ პროექტების შეფასების სხვადასხვა ფორმებსა და მეთოდებზე. ასევე შევეცადეთ გვეფიქრა ჩვენი მომავალი პროექტის შეფასებების ფორმებსა და მეთოდებზე. შევეცადეთ გაგვეაზრებინა თუ როგორ შეიძლებოდა ტრენინგზე მირებული ცოდნა მოგვერგო ჩვენი თემებისთვის. გავანაწილეთ შეფასებები პერიოდების მიხედვით. გავაცნობიერე, რომ ეს აუცილებელია მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე.  აუცილებელია მთელი პროექტის მანძილზე მოხდეს შეფასება პერიოდულად და არა მხოლოდ ბოლოს, პროექტის დასასრულს. ასევევ, განვიხილეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებების მიზნები, მნიშვნელობები და ფორმები.
დღევანდელი ტრენინგზე განხილული საკითხები დამეხმარება თუ როგორ და რა სახით განვახორციელო მოსწავლეთა შეფასება ჩემი მომავალი პროექტის დაგეგმვა–განხორციელების დროს         

воскресенье, 14 февраля 2016 г.

ტრენინგი: 'ინტელი'
(რეფლექსია)

მოდული 2.
დღე 3

დღეს დავესწარი ტრენინგის მე-3 დღეს. ვიმუშავეთ მეორე მოდულზე: „ სასწავლო პროექტების დაგეგმვა“, სადაც განვიხილეთ ისეთი ძირითადი საკითხები, როგორებიცაა, მიმართულების საკვანძო კითხვები, სტანდარტები და ინდიკატორები.

ვფიქრობ, დღე მართლაც ნაყოფიერი და სასარგებლო იყო, რადგან უფრო კარგად გავერკვიე საკითხთან დაკავშირებულ დეტალებში. მიუხედავად იმისა, რომ წინა ტრენინგზე ტრენერმა გვაჩვენა მიმართულების საკვანძო კითხვები, საკითხი მაინც ბუნდოვანი დარჩა მანამ, სანამ ტრენერმა დეტალურად არ გაგვატარა ეს საკითხი. მან გვაჩვენა კითხვების ნიმუშები, რაც დამეხმარა ჩემი პროექტის საკვანძო კითხვების სათანადოდ ფორმულირებაში, რის გამოც ტრენერისაგან და აუდიტორიისაგან შექება დავიმსახურე. ასევე ადვილად შევძელი სტანდარტებისა და ინდიკატორების პროექტზე მორგება. იმედი მომეცა, რომ ყველა მომავალ აქტივობასა თუ დავალებას თავს გავართმევ და დავძლევ.